დიზაინერმა ჯონათან აივმა Apple დატოვა

კომპანია Apple-ის მთავარმა დიზაინერმა ჯონათან აივმა კომპანია დატოვა. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Verge წერს.

ის პასუხისმგებელი იყო კომპანიის სხვადასხვა პროდუქციის გარე დიზაინზე.

Apple-მა ჯერ კიდევ ივლისში განაცხადა, რომ აივი წლის ბოლომდე დატოვებდა კომპანიას. ამ მომენტისთვის კი მისი სახელი კომპანიის ტოპ-მენეჯერების სიაში არ ირიცხება. ცნობისათვის, აივი კომპანიაში 1992 წელს მოვიდა და 1996 წელს მისი მთავარი დიზაინერი გახდა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამიერიდან კომპანიის პროდუქციის დიზაინზე პასუხისმგებელი იქნება ჯეფ ვილიამსი, რომელიც ოპერაციების დირექტორის პოსტს იკავებდა. დიზაინის მიმართულებაში ასევე ჩაერთვება ევანს ჰენკი, რომელიც ბოლო დროს ერთ-ერთი მთავარი დიზაინერი იყო კომპანიაში.

კოკა კვირკველია