ოქტომბერში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა შემცირდა

2019 წლის ოქტომბერში ვადაგადაცილებული სესხები 23.1 მლნ ლარით შემცირდა და 471.6 მლნ ლარს გაუტოლდა.

მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.5 პროცენტი იყო. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ოქტომბრის თვის ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, ვადაგადაცილებული სესხების 41.1 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.