ობიექტები, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ საპრივატიზაციოდ გამოიტანა

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო ქონების პროაქტიული პრივატიზება დაიწყო. 100 საპრივატიზებო ობიექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ წარადგინა. უწყების ინფორმაციით, აუქციონებში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს უკვე დღეიდან შეუძლია.

აღნიშნული პროექტი, 100 პარალელური აუქციონის ერთდროულად ჩატარებას და სახელმწიფო ქონების გამარტივებული პროცედურებით პრივატიზებას ითვალისწინებს.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, ობიექტების ნუსხა მუდმივად განახლებადია და მას ბიზნესისთვის საინტერესო სხვა ობიექტები დაემატება.

აუქციონზე გასაყიდი ქონების საერთო საწყისი ღირებულება 150 მილიონი ლარია. პროექტის განხორციელების შედეგად 2500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, მოსალოდნელი ინვესტიციის მოცულობა კი დაახლოებით 200 მლნ ლარი იქნება.

საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა მოიცავს ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას და მოიცავს თბილისსა და საქართველოს 45-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტს. საპრივატიზებო ნუსხაშია სამრეწველო ობიექტები, სასაწყობო და სატბორე მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და დეველოპერებისთვის საინტერესო სხვა სახელმწიფო ქონება.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ობიექტების ჩამონათვალს, რომელიც უწყებამ საპრივატიზაციოდ წარადგინა:

  • თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე, ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფო - საწყისი ღირებულება 35 მლნ ლარი;
  • თბილისში, კასპის ქუჩაზე მდებარე სამედიცინო სასწავლო დაწესებულება - საწყისი ღირებულება 2,483 მლნ ლარი;
  • თბილისში, მატროსოვის ქუჩაზე მდებარე სამრეწველო/სასაწყობე ობიექტი - საწყისი ღირებულება 725,8 ათასი ლარი;
  • თბილისში, მეტრომშენის დასახლებაში მდებარე საცხოვრებელი/სატრანსპორტო ზონა - საწყისი ღირებულება 298,2 ათასი ლარი;
  • წყნეთის სამთავრობო რეზიდენცია - საწისი ფასი 56,2 მლნ ლარი;
  • აკადემიის ქალაქის ტერიტრორია - საწყისი ღირებულება 2,6 მლნ ლარი;
  • ალექსეევკის დასახლება - სამრეწველო/სასაწყობე ობიექტი - საწყისი ღირებულება 1,093 მლნ ლარი;
  • გონიოში, ავგის ქუჩაზე მდებარე სამრეწველო-სასაწყობე ობიექტი - საწყისი ღირებულება 777,3 ათასი ლარი;
  • კურორტ ბახმაროში მდებარე სასტუმრო კომპლესი - საწყისი ღირებულება 2,5 მლნ ლარი;
  • სოფელი ცხვარიჭამიაში მდებარე სასტუმრო კომპლექსი - საწყისი ღირებულება 262 ათასი ლარი.

იხილეთ სრული ჩამონათვალი

ნინი ქეთელაური