„კონსტრუქტ2-მა“ „კნაუფ გიპს თბილისთან“ ურთიერთანამშრომლობის მეორანდუმი გააფორმა

29 ნოემბერს, 13 საათზე, სამშენებლო კოლეჯმა „კონსტრუქტ2-მა“ კომპანია „კნაუფ გიპს თბილისთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმი „კონსტრუქტ2-ის“ მსმენელების პროფესიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

მემორანდუმის ფარგლებში „კონსტრუქტ2-ის“ მსმენელები პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან, თეორიული გამოცდის შემდეგ კი შესაბამის სერტიფიკატს მიიღებენ. კოლეჯის მიერ საწარმოო პრაქტიკაზე გაგზავნილი მსმენელების მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოსაყალიბებლად დაგეგმილია ინფორმაციული და პრაქტიკულ-მეთოდური თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავება.

„კონსტრუქტ2-ის“ მსმენელების თეორიული და პრაქტიკული სწავლებისთვის კოლეჯში ყველანაირი პირობაა შექმნილი, თუმცა მათი ხელობის დასახვეწად, განსხვავებულ გარემოში მუშაობა აუცილებლად მივიჩნიეთ. დარწმუნებული ვარ, „კნაუფ გიპს თბილისთან“ თანამშრომლობის შედეგად ჩვენი მსმენელები საუკეთესო უნარ-ჩვევებს შეიძენენ და პროფესიული ზრდისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამენ“, - ამბობს „კონსტრუქტ2-ის“ დირექტორი, თამარ ზაქარაშვილი.