კომერციული ბანკების მიერ სავალუტო ბაზარზე შესყიდული დოლარის მოცულობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში თითქმის 60%-ით გაიზარდა, გაყიდული დოლარის კი 49,5%-ით.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის ოქტომბერში კომერციულმა ბანკებმა სავალუტო ბაზარზე 2 592 260 000 დოლარი გაყიდეს, შარშან ანალოგიურ პერიოდში კი 1 733 303 000 დოლარი. ბაზარზე შეძენილი დოლარის მოცულობამ ოქტომბერში 2 464 300 000 დოლარი შეადგინა, რაც 922 მლნ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2018 წლის ოქტომბერი - 1,542 მლრდ დოლარი).
კომერციული ბანკების მიერ სავალუტო აუქციონზე გაყიდული დოლარის მოცულობა (2018 წლის ოქტომბერი-2019 წლის ოქტომბერი)
კომერციული ბანკების მიერ სავალუტო აუქციონზე შეძენილი დოლარის მოცულობა (2018 წლის ოქტომბერი-2019 წლის ოქტომბერი)