ყოველი მე-4 ახალგაზრდა მობილურ ტელეფონზეა დამოკიდებული

ყოველი მე-4 ახალგაზრდა მობილურ ტელეფონზეა დამოკიდებული. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews ლონდონის ფსიქოლოგიისა და ნეირომეცნიერების კოლეჯის კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათ 2011 წლიდან მოყოლებული მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში 41 კვლევა ჩაატარეს, რა დროსაც 41 800 ახალგაზრდაზე აწარმოებდნენ დაკვირვებას.

შედეგების გაანალიზების მიხედვით, მკვლევარები აცხადებენ, რომ ახალგაზრდების 23% თავიანთ მობილურ ტელეფონზეა დამოკიდებული.

მათი თქმით, როდესაც ახალგაზრდებს თან საკუთარი სმარტფონი არ აქვთ, ისინი უფრო ნერვიულები, დეპრესიულები და აგრესიულები ხდებიან, რაც მათ ჯანრმთელობაზე უარყოფითად აისახება.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერების თქმით 17-დან 19 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის მობილურ ტელეფონზე დამოკიდებულება გოგონებს შორის უფრო მაღალია, ვიდრე ბიჭებში.

ბექა ბერიაშვილი