გადასახადების ამკრეფი, კურიერი, ინტერიერის დიზაინერი - რომელია 2019 წლის ყველაზე პოპულარული პროფესია

დასაქმებულთა სტატისტიკის ბიუროს მონაცემებზე დაყრდნობით Business Insider 2019 წლის ყველაზე პოპულარულ პროფესიას ასახელებს. სიაში აღნიშნულია ის სამსახურები, რომელთა ხვედრითი წილიც 2019 წლის იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში ყველაზე მეტად გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ყველაზე მეტად პოპულარული ისეთი სფეროეები გახდა, როგორიცაა ნავთობის ინდუსტრია, ინტერიერის დიზაინი და ნანოტექნოლოგიები.

10. გადასახადების ამკრეფები

პერიოდი: იანვარი-სექტემბერი

დამატებული სამუშაო ადგილები: 5 600

პროცენტული ზრდა: 5.6%

9. მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტები

პერიოდი: იანვარი-სექტემბერი

დამატებული სამუშაო ადგილები: 6 500

პროცენტული ზრდა: 6%

8. სასაუზმეებისა და ბარების პერსონალი

პერიოდი: იანვარი-სექტემბერი

დამატებული სამუშაო ადგილები: 4 400

პროცენტული ზრდა: 6%

7. საკურიერო მომსახურება

პერიოდი: იანვარი-სექტემბერი

დამატებული სამუშაო ადგილები: 6 300

პროცენტული ზრდა: 6.2%

6. დოკუმენტების მომზადების სამსახური

პერიოდი: იანვარი-სექტემბერი

დამატებული სამუშაო ადგილები: 3 400

პროცენტული ზრდა: 7%

5. ინტერნეტგამომცემლები და სოციალური გვერდების ადმინისტრატორები

პერიოდი: იანვარი-სექტემბერი

დამატებული სამუშაო ადგილები: 19 000

პროცენტული ზრდა: 7.4%

4. ნავთობისა და გაზის მწარმოებელები

პერიოდი: იანვარი-სექტემბერი

დამატებული სამუშაო ადგილები: 13 500

პროცენტული ზრდა: 9%

3. ინტერიერის დიზაინერები

პერიოდი: იანვარი-სექტემბერი

დამატებული სამუშაო ადგილები: 4 100

პროცენტული ზრდა: 9.3%

2. ნანოტექნოლოგიების მკვლევარები

პერიოდი: იანვარი-სექტემბერი

დამატებული სამუშაო ადგილები: 1 900

პროცენტული ზრდა: 9.3%

1. სათხილამურო ობიექტების პერსონალი

პერიოდი: იანვარი-სექტემბერი

დამატებული სამუშაო ადგილები: 4 500

პროცენტული ზრდა: 9.6%

ბექა ბერიაშვილი