International SOS-მა ტურისტებისთვის 2020 წლის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნები დაასახელა

საერთაშორისო კომპანია International SOS, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სამოგზაურო დაზღვევის სფეროში მუშაობს, 2020 წლის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს ასახელებს.

კვლევისას კომპანია უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა კრიტერიუმებს ითვალისწინებს. მათ შორისაა კრიმინალის დონე, ასევე სამედიცინო და საგზაო უსაფრთხოება.

International SOS ქვეყნებს მონაცემების მიხედვით 5 კატეგორიად ყოფს: უმნიშვნელო, დაბალი, საშუალო, მაღალი და ექსტრემალური რისკის მქონე.

2020 წლისთვის ტურისტებისათვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება:

  • 1. დანია
  • 2. ფინეთი
  • 3. გრენლანდია
  • 4. ისლანდია
  • 5. ნორვეგია
  • 6. სლოვენია
  • 7. ლუქსემბურგი
  • 8. შვეიცარია
  • 9. ავსტრალია
  • 10. ახალი ზელლანდია

აღსანიშნავია, რომ International SOS-ის კვლევის მიხედვით საქართველო დაბალი რისკის მქონე ქვეყნების კატეგორიაში მოხვდა.

ბექა ბერიაშვილი