ავეჯის მწარმოებელი კომპანია IKEA 2020 წლისთვის იმაზე მეტი ენერგიის გამომუშავებას აპირებს, ვიდრე მოიხმარს. ამის შესახებ IKEA-ს მაღაზიების მფლობელი კომპანიის INGKA Foundation-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯესპერ ბროდინგმა განაცხადა.
მისი თქმით, დღესდღეობით, კომპანიის უმთავრესი პრიორიტეტი გარემოს დაცვა და გლობალური დათბობის შეჩერებაა. ამიტომ ისინი ცდილობენ ენერგიის ტრადიციულ სახეებზე, ისეთი როგორიცაა ქვანახშირი, ნავთობი და ბუნებრივი აირი, უარი თქვან და მათ ნაცვლად გაანხლებული ბუნებრივი რესურსები - ქარისა და მზის ენერგია გამოიყენონ.
ამისათვის INGKA Foundation-მა 2.5 მილიარდი ევრო დახარჯა, რის შედეგადაც ქარის ელექტროსადგურები და მზის ენერგიის პანელები აშენდა. თუმცა, კომპანია მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი განახლებადი ენერგიის საგურის მოწყობას გეგავს, რასაც მათი მხრიდან უფრო მეტი ენერგიის გამომუშავება მოჰყვება, ვიდრე ისინი მოიხმარენ.
აღსანიშნავია, რომ IKEA ერთადერთი კომპანია არაა, რომელიც გლობალური დათბობის შეჩერებას ცდილობს. კლიმატური ცვლილებების შესახებ გაეროს სამიტის დროს მათ H&M, Coca-Cola და Sony შეუერთდნენ.
შეგახსენებთ, რომ INGKA Foundation მსოფლიოს მასშტაბით 367 IKEA-ს მაღაზიას, 23 შოურმსა და სავაჭრო ცენტრებში 44 მაღაზიას ფლობს.