ქვეყნები, რომელთაც საუკეთესო მეტროს სისტემა აქვთ (+ფოტო)

დღესისათვის მეტრო ყველაზე სწრაფი და მოსახერხებელი საზოგადოებირივი ტრანსპორტია მსოფლიოში. მეტროს სისტემა მსოფლიოს 65 ქვეყნის 180 ქალაქში ფუნქციონირებს.

მათ სისტემატიურად ემატებათ ახალი ხაზები და მიმართულებები, რითაც მეტრო დიდ ქალაქებში გადაადგილების ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალება ხდება.

CNN წარმოგიდგენთ მსოფლიოს საუკეთესო მეტროს სისტემებს:

ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგის მეტრო 211 კილომეტრის სიგრძისაა და სულ 150 სადგური აქვს. მეტრო ყოველდღიურად 3.4 მილიონ ადამიანს ემსახურება. ჰონგ-კონგის მეტროს თითოეულ სადგურში მგზავრებს უფასო ინტერნეტის, საპირფარეშოს, მაღაზიებისა და ბანკების მომსახურების საშუალება აქვთ. ამასთანავე, ქსელი მთლიანად ფარავს როგორ ქალაქის ცენტრალურ ნაწილს, ასევე გარეუბნებსა და სოფლის ტიპის დასახლებებს.

სეული

სეულის მეტრო ყოველდღიურად 7 მილიონ მგზავრს ემსახურება. ის ერთადერთი მეტროს სისტემაა მსოფლიოში, სადაც მობილური ტელეფონით ზარების განხორციელება და ინტერნეტით სარგებლო მგზავრობის დროს უწყვეტ რეჟიმშია შესაძლებელი.

სინგაპური

სინგაპურის მეტრო ყოველწლიურად 600 მილიონ ადამიანს ემსახურება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ის მსოფლიოში ყველაზე სწრაფ მეტროდაა აღიარებული.

ლონდონი

ლონდონის მეტრო ყველაზე ძველია მსოფლიოში. ის 1863 წელს აშენდა და მას შემდეგ უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. დროთა განმავლობაში მას ჰაერის კონდინცირება, ინტერნეტი და ახალი სადგურები დაემატა, თუმცა მეტროს სისტემა აშენების შემდგომ უცვლელია.

მადრიდი

მადრიდის მეტროს სიგრძე 294 კილომეტრს შეადგენს და სულ 21 ხაზი აქვს. მეტროს მიწისქვეშა სისტემა იმდენად დიდია, რომ 2011 წელს აქ მუსიკალური ფესტივალი გაიმართა, რომელსაც 2 600 ადამიანი დაესწრო.

მოსკოვი

მოსკოვის მეტრო 1935 წელს გაიხსნა. იმ პერიოდის სადგურები მთლიანად მარმარილოსგანაა დამზადებული და განსაკუთრებული არქიტექტურული ღირებულებით გამოირჩევა. მას შემდეგ მეტროს ბევრი სადგური დაემატა და დღესდღეობით თითქმის მთლიან ქალაქს ფარავს.

სტოკჰოლმი

გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ სტოკჰოლმის მეტრო ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია. მისი სადგურების უმეტესობა სხვადასხვა თემატიკის მიხედვითაა მოწყობილი და მნახველების აღტაცებას იწვევს.

ათენი

ათენის მეტროს განსაკუთრებულობას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მეტროს სადგურებში ათობით მუზეუმია. მეტროს მშენებლობის დროს ბერძნები უამრავ ანტიკურ შენობასა და სამარხს გადააწყდნენ, რის გამოც მათ მეტროს საგდურებში სამოზეუმო სივრცეების მოწყობა გადაწყვიტეს.

ბექა ბერიაშვილი