მეტროსადგურებში მგზავრობის საფასურს „ღიმილით გადავიხდით“ – „საქართველოს ბანკი“ ინოვაციურ სისტემას ნერგავს

„საქართველოს ბანკი“ სრულიად ინოვაციურ ტექნოლოგიას - „ღიმილით გადახდას“ ნერგავს, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობას კიდევ უფრო გაამარტივებს.

უფრო კონკრეტულად, პირველად მთელს რეგიონში, „საქართველოს ბანკის“ მომხმარებელი მეტროთი მგზავრობას კამერის იდენტიფიკატორის ე.წ. Face Recognition–ით იგივე, „ღიმილით გადახდით“ შეძლებს. შესაბამისად, მალე ჩვენს ლექსიკონში გაჩნდება იმგვარი ტერმინები, როგორიცაა „ღიმილით გადახდა“, „გატერმინალება“ და „სამადლობელის დატოვება“.

„საქართველოს ბანკმა“ გადაწყვიტა, ტექნოლოგიურ სიახლეებს კიდევ უფრო მკვეთრად აუწყოს ფეხი და 2020 წელი ინოვაციების წლად გამოაცხადა, Face Recognition-ის სისტემა ჯერ მხოლოდ მეტროში დაინერგა. „ღიმილით გადახდა“ უკვე „ავლაბრის მეტროსადგურზე“ შესვლისას არის შესაძლებელი. გადახდის ინოვაციური სისტემა Visa-სთან პარტნიორობის შედეგად ამოქმედდა.

გადახდის ახალი სისტემა ინოვაციური პროდუქტია, რომლის ანალოგიც არათუ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბითაც კი არ არის დანერგილი. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ბანკი“ არის პირველი ბანკი, რომელმაც „ღიმილით გადახდა“ არამხოლოდ საქართველოში, არამედ CEMEA-ს ქვეყნებში პირველმა დანერგა.

Face Recognation-ით სარგებლობისთვის საჭიროა მხოლოდ

  • ფლობდეთ „საქართველოს ბანკის“ Visa-ს, Mastercard-ის ან American Express-ის ბარათს;
  • გადაიღოთ ე.წ. „სელფი“ მობაილბანკში და დავუკავშიროთ სასურველს ბარათს. მას შემდეგ, რაც ფოტო მონაცემთა ბაზაში აისახება, „ღიმილით გადახდით“ სარგებლობას შეძლებთ.

რა უპირატესობები აქვს „ღიმილით გადახდის“ სისტემას?

  • „ღიმილით გადახდისას“ 0,5 წამიც კი საკმარისია, რომ მომხმარებელმა ბარათის გამოყენების ნაცვლად ტურნიკეტის კამერასთან მარტივად გაიაროს იდენტიფიკაცია და მგზავრობის საფასურიც გადაიხადოს.
  • გადახდის ახალი სისტემა სრულიად დაცულია, რადგან უსაფრთხოების ყველა ასპექტი ვერიფიცირებული და სერტიფიცირებულია 3D კამერებისა და უსაფრთხოების სხვა პარამეტრების გათვალისწინებით.
  • სახის ამომცნობი სისტემით ანგარიშსწორება შესაძლებელია მაშინაც, როცა საბანკო ან საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი სამგზავრო ბარათი თან არ გაქვთ;
  • სისტემის გამოყენება ამცირებს რიგებს მეტროსადგურებში, აეროპორტებში, მაღაზიებსა და სხვა ობიექტებში, სადაც ხალხმრავლობა შეინიშნება;
  • ზრდის უსაფრთხოებას - თუ თან არ დაგაქვთ საბანკო ბარათი მისი დაკარგვის შანსი მცირდება. შესაბამისად, ანგარიშები უფრო დაცულია.

„ღიმილით გადახდის“ გარდა, სულ მალე „საქართველოს ბანკის“ მეშვეობით „ღიმილით განაღდება“ გახდება შესაძლებელი ანუ ბანკომატიდან თანხის განაღდების შემთხვევაშიც, ბარათის გამოყენება საჭირო აღარ იქნება. ამისათვის საჭიროა მხოლოდ ბანკომატის კამერასთან იდენტიფიკაციის გავლა, რის შემდეგაც მომხმარებელი აკრეფს პინკოდს და სასურველი ოდენობის თანხას გაანაღდებს. როგორც „საქართველოს ბანკში“ განმარტავენ, მომხმარებლები მეტროსადგურების შემდეგ, ბანკომატებსაც სულ მალე გაუღიმებენ.