საქართველოში დაზღვეული ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში დაზღვეული ავტომანქანების რაოდენობა 16,2%-ით გაიზარდა. კერძოდ, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის 9 თვის მდგომარეობით, ავტომანქანის დაზღვევის 92, 917 პოლისია გაცემული, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12 957 პოლისით მეტია. 2018 წლის სექტემბერში 79 960 ავტომობილი იყო დაზღვეული.

ამავე სტატისტიკით, 2019 წლის 9 თვის მდგომარეობით, ავტოდაზღვევიდან მოზიდული პრემია სულ 84,38 მლნ ლარს შეადგენდა.

ამასთან, პრემიის 26%, 21,70 მლნ ლარი - ,,თიბისი დაზღვევაზე“ მოდის, 20%, 16,75 მლნ ლარი - „ალდაგზე”, 17%, 14,87 მლნ ლარი ,,ჯი პი აი ჰოლდინგზე”, 5%, 4,19 მლნ ლარი “არდიზე“, 5%, 3,93 მლნ ლარი „ირაოზე“, 27% კი ყველა დანარჩენ სადაზღვევო კომპანიაზე ნაწილდება.

ნინი ქეთელაური