თბილისში ე.წ. ბოშების ბაზრობა დაიწვა

თბილისში, ე.წ. ბოშების ბაზრობა დაიწვა.

საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ვაგზლის მოედანზე, წინამძღვრიშვილის #198-ში 2500 კვ.მ ფართობი დაიწვა. შეტყობინება საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურში 05:40 საათზე შევიდა.

ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, თუმცა ლიკვიდირებული ჯერ არ არის. ადგილზე 24 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება დაიწყო.