სავაჭრო ცენტრ „კიდობანში“ ხანძარი გაჩნდა

სავაჭრო ცენტრ „კიდობანში“ გაჩენილი ცეცხლის შედეგად 70 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისათვის ცეცხლი ლიკვიდირებულია. მათივე ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.