ბრაზილიის პრეზიდენტის ჯეირ ბოლსონაროს თქმით, ჰოლივუდის მსახიობი და გარემოსდამცველი აქტივისტი, ლეონარდო დიკაპრიო აფინანსებს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ამაზონის ტყეებში ხანძრის გაჩენენაში არიან დამნაშავე.
მისი განცხადებით, დიკაპრიოს მიერ დაფინანსებული მსოფლიოს ველური ბუნების ფონდი მოხალისე მეხანძრეებს ფულს უხდიდა, რომ ამაზონის ტყეებში არსებულ ვითარებაზე სურათები გადმოეგზავნათ. ბოლსონაროს განცხადებით, მეხანძრეები ცეცხლს აჩენდნენ, რომ დაფინანსება მოეპოვებინათ.
„მაგარი ბიჭია ხომ დიკაპრიო? ასე არა? მან ფული ამაზონისთვის ცეხლის წაკიდებაში გადაიხადა“,- განაცხადა ბოლსონერომ.
ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს გარემოსდამცველი ორგანიზაციები. მათი განცხადებით, ბრაზილიის მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციების დაშინების პოლიტიკითაა დაკავებული.