ილჰამ ალიევის განცხადებით TAP-ი 90%-ით არის დასრულებული

ტრანს-ადრიატიკული გაზსადენის (Trans Adriatic Pipeline - TAP), რომელიც არის ბოლო კომპონენტი „სამხრეთი გაზის დერეფნის“ და რომელიც ითვალისწინებს აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას ევროპაში, 90%-ზე მეტით არის რეალიზებული. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა TANAP-ის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„სამხრეთის გაზის დერეფანი“ არის გიგანტური პროექტი ჯამური ღირებულებით 38 მილიარდი დოლარი. ის ოთხი პროექტისგან შედგება, საიდანაც სამი მათ შორის დღეს გახსნილი TANAP, უკვე რეალიზებულია. TAP-ის სრულად განხოციელებისთვის სულ ცოტაა დარჩენილი, ის 90%-ით რეალზიებულია“ - განაცხადა ალიევმა. მან იმედი გამოთქვა, რომ ამ მონაკვეთის მშენებლობა დროუალდ დასრულდება და „სამხრეთის გაზის დერეფანი“, რომელიც ევროპის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტია, დროულად დაიწყებს აზერბაიჯანული ცისფერი საწვავის ევროპაში ტრანსპორტირებას.

მისი თქმით, „სამხრეთის გაზის დერეფანი“ არის შედეგი საერთაშორისო თანამშრომლობის. „ეს პროექტი შექმნის ხიდებს ქვეყნებს შორის, რომლებიც ერთად იმუშავებენ და მიიღებენ სარგებელს. ის ემსახურება თანამშრომლობას, სტაბილურობას და გრძელვადიან ურთიერთგაგებას და არ შეიძლება მისი მხოლოდ ეკონომიკურ პროექტად განხილვა“ - განაცხადა ალიევმა.

პროექტი „სამხრეთის გაზის დერეფანი“

პროექტი „სამხრეთის გაზის დერეფანი“ 3,5 ათასი კმ სიგრძეზე გადებული მილსადენია, რომელიც სათავეს იღებს აზერბაიჯანიდან და საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით სრულდება იტალიის სამხრეთ ნაწილში. ის წარმოადგენს ინტეგრირებულ გაზსადენს, რომელიც მოიცავს „სამხრეთ კავკასიის“, „ტრანსანატოლიის“ და ტრანსადრიატიკის მილსადენებს. მისი გამტარუნარიანობა შეადგენს 16 მილიარდ კუბურ მეტრს, საიდანაც 10 მილიარდი დარჩება თურქეთში, 6 მილიარდი კი გავა ევროპაში. აზერბაიჯანული გაზის კომერციული მიწოდება ევროპაში 2020 წელს დაიწყება. მისი მთავარი გაზის შემავსებელი „შაჰ-დენიზის“ საბადოა კასპიის შელფზე, რომელსაც 1,2 ტრილიონი კუბური მეტრის მარაგი აქვს.

კოკა კვირკველია