"მნიშვნელოვანია, საქართველომ შეასრულოს ხიდის ფუნქცია და როლი არა მხოლოდ ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და კულტურული, არამედ ენერგომატარებლების თვალსაზრისითაც"

„ენერგომატარებლების ტრანსპორტირების თვალსაზრისით TANAP არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს საქართველოს ტრანზიტულ ფუნქციას", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ TANAP-ის პროექტის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ახალი სამუშაო ადგილები და ქვეყნის უსაფრთხოებაა და TANAP-ის პროექტი ყველა ამ მიმართულებას პასუხობს.

„დღეს ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ TANAP-ის პროექტის ინაუგურაციაში. მოგეხსენებათ, რომ ენერგომატარებლების ტრანსპორტირების თვალსაზრისით ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს საქართველოს ტრანზიტულ ფუნქციას. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენმა ქვეყანამ შეასრულოს ხიდის ფუნქცია და როლი არა მხოლოდ ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და კულტურული, არამედ ენერგომატარებლების თვალსაზრისითაც, რამეთუ მოგეხსენებათ, ჩვენი მთავრობის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა გახლავთ სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ახალი სამუშაო ადგილები და ქვეყნის უსაფრთხოება. ყველა ამ მიმართულებას TANAP-ის პროექტი პასუხობს და ამიტომ ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენს მეზობლებთან, ჩვენს მეგობრებთან ერთად დღევანდელი ღონისძიების ჩატარება, როდესაც TANAP-ის პროექტი უკვე ევროპის საზღვრებზე მივიდა და აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა, რა თქმა უნდა, საქართველოს გავლით და რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში საქართველოს ტრანზიტული ფუნქცია იძენს როგორც პოლიტიკურ, უსაფრთხოების განზომილებას, ასევე, ეკონომიკურ განზომილებასაც, რამეთუ ჩვენს ეკონომიკას მეტი ენერგომატარებლები ექნება მისი ეკონომიკის გაძლიერებისთვის და განვითარებისთვის”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.