Twitter -ის ხელმძღვანელი ტექნოლოგიურ მომავალს აფრიკაში ხედავს და ნახევარი წლით საცხოვრებლად გადადის

მომავალი წელს 6 თვის განმავლობაში აფრიკაში ცხოვრებას აანონსებს სოციალურ ქსელ Twitter-ის დირექტორი ჯეკ დორსი. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში მას შემდეგ დაწერა, რაც აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში იმოგზაურა.

„სამწუხაროა, ამ კონტინენტის დატოვება. აფრიკა განსაზღვრავს მომავალს (განსაკუთრებით ბიტკოინების ნაწილში). 2020 წელს მე ჩამოვალ აქ 6 თვით, ოღონდ არ ვიცი კონკრეტულად რომელ ქვეყანაში. მიხარია, რომ გავეცანი აფრიკის მცირე ნაწილს“, - დაწერა მან.

როგორც ტელეკომპანია CNN იუწება, ჯეკ დორსი 8 ნოემბერს დაბრუნდა შტატებში აფრიკიდან, სადაც იმყოფებოდა განაში, ნიგერიაში, ეთიოპიასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ნიგერიაში ის მეწარმეთა ჯგუფს შეხვდა. ქალაქ ლაგოსში მასზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია აპლიკაცია Quoted Replies-ის შემქმნელს დარა ოლადოსუს, რომლის აპლიკაცია „ტვიტერში“ განთავსებულ კომენტარებს ერთიანად გვთავაზობს. დარა ოლადუსომ კომპანიის ხელმძღვანელისგან Twitter-ში დასაქმების შეთავაზებაც მიიღო.

ტელეკომპანიის ინფორმაციითვე, ის განაში შეხვდა ასევე მეწარმეთა ჯგუფს, რომლებიც კრიპტოვალუტის წარმოებით იყვნენ დაინტერესებულნი, ხოლო ეთიოპიაში შეხვდა სტარტაპებს, რომლებიც კომპიუტერულ პროგრამებზე მუშაობენ.

CNN აღნიშნავს, რომ აფრიკის ქვეყნებში 168 ტექნოლოგიური ჰაბი მოქმედებს, რომლებიც ციფრული ტექნოლოგიების სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებს უწევენ მომსახურებას.

კოკა კვირკველია