გერმანული საავტომობილო კომპანია Daimler AG 2022 წლამდე ათასობის სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს, რათა ინოვაციურ ტექნოლოგიებში მსხვილი საინვესტიციო პროექტების ფონზე ხარჯები დაზოგოს.
ეს კი როგორც მოსალოდნელია Daimler-ს საშუალებას მისცემს დაზოგოს 1,4 მილიარდი ევრო.
„საავტომობილო დარგი მისი არსებობის განმავლობაში უდიდესი ტრანსფორმაციის სტადიაზე იმყოფება. CO2-ნეიტრალური მობილურობისკენ მოძრაობა ითხოვს მსხვილ ინვესტიციებს, რასთან დაკავშირებითაც Daimler-მა ნოემბრის შუა რიცხვებში გამოაცხადა ახალი პროგრამის დაწყების შესახებ, რომელიც გაზრდის მის კონკურენტუნარიანობას და მისცემს უპირატესობას ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში. ამ პროგრამის ნაწილია ხარჯების დაზოგვა პერსონალის რაოდენობის შემცირების გზით, რომელიც გამოათავისუფლებს 1,4, მილიარდ ევროს 2022 წლამდე, მეტწილად ეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მმართველი კადრების 10%-ით შემცირებას შეეხება“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
კომპანიის ხელმძღვანელობამ უკვე შეათანხმა მთავარი პუნქტები პროფკავშირებთან და პირობა დადო, რომ შემცირება „მაქსიმალურად სოციალურად პასუხისმგებლიანად განხორციელდება“.
თავად გერმანიაში სამუშაო ადგილების შენარჩუნების პირობა ძალაში რჩება 2029 წლამდე. კომპანია გეგმავს თანამშრომლებისთვის სამუშაო საათების შემცირებას და ძალიან მკაცრად დაიცავს კონტრაქტების გაგრძელების წესს დროებით დასაქმებულებთან.