სეუ  დეველოპმენტის  კიდევ  ერთი  გამარჯვება  უკრაინაში!

სეუ დეველოპმენტის კიდევ ერთი გამარჯვება უკრაინაში გამართულ Eastern Europe REAL ESTATE AWARDS-ზე ნომინაციაში წლის საუკეთესო მომავლის პროექტი - პროექტი, რომელიც უსწრებს დროს!

სეუ დეველოპმენტი წარდგენილი იყო ახალი პროექტით - "სეუ ვარკეთილი", როგორც თბილისის ურბანული განვითარების საუკეთესო მაგალითი, ჯანსაღ გარემოში შექმნილი ახალი უბანი!

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს სეუ დეველოპმენტმა პროექტით "მწვანე ეზო" მიიღო ჯილდო საუკეთესო გაყიდვების მაჩვენებლით, ხოლო 2018 წელს ჩვენმა პროექტმა "ჯიქიას 7 " გამარჯვება მოიპოვა "წლის საუკეთესო საცხოვრებელი პროექტის" ნომინაციაში!

აღმოსავლეთ ევროპის ფორუმზე, რომელიც მეხუთე წელია იმართება, სხვადასხვა ქვეყნებიდან შერჩეული ჟიური უძრავი ქონების ბაზარზე მომუშავე კომპანიების პროექტებს აფასებს და წლის საუკეთესო დეველოპმენტებს ავლენს.

სეუ დეველოპმენტი დეველოპერულ ბაზარზე 2014 წლიდან შემოვიდა. კომპანიის გამოცდილი, მუდმივ განვითარებაზე მზრუნველი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ნერგავს მშენებლობის მაღალ სტანდარტს, მშენებლობაში იყენებს ინოვაციურ და თანამედროვე მიდგომებს ევროპული სტანდარტების შესაბამისად.

(R)