ჩინეთი აშშ-ს სანქციებს უწესებს

ჩინეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს სანქციებს უწესებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერის ჰუა ჩუნინგის ინფორმაციით, „შტატების გაუაზრებელი საქციელის“ გამო, პეკინი აღარ განიხილავს შეერთებული შტატების სამხედრო გემების ჰონგ-კონგში შესვლას.

სანქციები შეეხება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომელიც „ბოლოდროინდელი არეულობის დროს ცუდად იქცეოდნენ“, მათ შორის Human Rights Watch-სა და NED-ს.

„ჩინეთი მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, გამოასწოროს შეცდომები და შეწყვიტოს ჰონგ-კონგის, ისევე როგორც ჩინეთის საშინაო საქმეებში ჩარევა“,-განაცხადა ჩუნინგმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ჰონგ-კონგის საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს, რამაც ჩინეთის მწვავე კრიტიკა გამოიწვია.