წამახალისებელი გათამაშება Mastercard-სგან: „შავ პარასკევს ყოველი საათი მომგებიანია Mastercard-თან”

Mastercard შავ პარასკევს განსაკუთრებული სიურპრიზებით შეხვდა და თავის მომხმარებლებს სოლიდური ფულადი პრიზების მოგების შანსი მისცა.

წამახალისებელი გათამაშება 29 ნოემბერს „თბილისი მოლში“ 15:00-23:00 საათების განმავლობაში გაიმართა და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლო ყველას, ვინც 29 ნოემბერს დილის 10 საათიდან საღამოს 11-ის ნახევრამდე ნებისმიერ ადგილას განახორციელებდა 50 ლარის და ზემოთ ტრანზაქციას საქართველოში გაცემული Mastercard-ის ბარათით POS ტერმინალებზე და გადახდის დამადასტურებელ ქვითარს „თბილისი მოლი“-ს ცენტრალურ ატრიუმში განთავსებულ „Mastercard-ის“ სტენდთან მიიტანდა. გათამაშების მონაწილეები ყოველი ქვითრის (50 ლარის და ზემოთ) საფუძველზე გათამაშების ბილეთებს იღებდნენ, რომლის ერთ ნაწილს დოლურაში ათავსებდნენ და მოგების შანსს ელოდნენ.

Mastercard-ის გათამაშების წამყვანებმა 3-დან 11 საათის ჩათვლით, საათში ერთხელ 3 გამარჯვებული, ანუ მთელი დღის მანძილზე 27 გამარჯვებული გამოავლინეს, რომლებიც 50-დან 1000 ლარამდე ფულადი პრიზის მფლობელები გახდნენ.

Mastercard ყოველდღიურობის ნაწილია, იგი აერთიანებს გადახდებს იქ, სადაც მუდმივად გვჭირდება - მაღაზიებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მნიშვნელოვან ღონისძიებებში, ონლაინ ეკოსისტემაში. დღეს Mastercard უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გადახდის სისტემა, ეს არის სწორი გზა და გასაღები ახალი შეთავაზებებისა და მეტი სარგებლისკენ. რაც მთავარია, Mastercard ზრუნავს თავის მომხმარებლებზე და ცდილობს მუდმივად წაახალისოს და დაასაჩუქროს ისინი.

Mastercard კიდევ უამრავ სიურპრიზსა და საჩუქარს გპირდებათ!

***

მასტერქარდის შესახებ

მასტერქარდი ((NYSE: MA), www.mastercard.com , არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210 -ზე მეტ ქვეყანაში. მასტერქარდის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა. შემოგვიერთდით Twitter@MasterCardNews-ზე, ჩაერთეთ საკითხების განხილვაში ბლოგზე „ტრანზაქციის მიღმა“ (Beyond the Transaction Blog) და გამოიწერეთ უახლესი ამბები „Engagement Bureau“-დან (http://newsroom.mastercard.com)

მედია კონტაქტი:

თეონა ბაღდავაძე

Teona.bagdavadze@gmail.com

(R)