მსოფლიოში ბუნებრივი აირის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი და მსოფლიოს საწვავის ერთ-ერთი უდიდესი მომხმარებელი მაგისტრალური გაზსადენის ამოქმედებას იწყებენ.
გაზსადენი, რომელიც რუსეთის რეზერვებიდან ჩინეთს გაზს მიაწვდის, 3000 კილომეტრის მანძილზეა განლაგებული.
”ონკანი გახსნილია, გაზი მიეწოდება ჩინეთის გაზის ტრანსპორტირების სისტემას”, - განუცხადა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ”გაზპრომის” აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსეი მილერმა ვიდეოხიდის მეშვეობით.
2014 წელს გაზპრომმა, რომელიც რუსეთის უმსხვილესი გაზის მწარმოებელი კომპანიაა, ხელი მოაწერა 400 მილიარდი აშშ დოლარის ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, 30 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 38 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიეწოდება ჩინეთის ეროვნულ სავანთობო კორპორაციას. ეს გაზპრომის მიერ გაფორმებული ყველაზე მასშტაბური კონტრაქტია.
ვლადიმერ პუტინის თქმით, „ეს ნაბიჯი რუსეთ-ჩინეთის სრატეგიულ თანამშრომლობას სრულიად ახალ დონეზე აიყვანს“.
გაზპრომი გაზის ფასს არ ასახელებს, თუმცა პუტინი აცხადებს, რომ ის ნავთობის ფასთან იქნება დაკავშრებული.
ნუკა კეკელია