„თიბისი ბანკის“ საქმის პროკურორი - დაცვის მხარის შესავალ სიტყვაში ვერც ერთი ხელშესახები არგუმენტი ან რაიმე მნიშვნელოვანი პოზიცია ვერ მოვისმინეთ

დაცვის მხარის შესავალ სიტყვაში ვერც ერთი ხელშესახები არგუმენტი ან რაიმე მნიშვნელოვანი პოზიცია ვერ მოვისმინეთ, რომელიც უარყოფდა ან გააბაათილებდა ბრალდების მხარის და ამ ბრალდების ძირითად საკითხებს, -ამის შესახებ ჟურნალისტებს „თიბისი ბანკის“ საქმის პროკურორმა გიორგი მიქავამ განუცხადა.

მისივე თქმით, დღეს ბრალდების მხარემ დეტალურად მიმოიხილა ყველა ძირეული საკითხი.

„გარდა ამისა, ბრალდების მხარემ მიმოიხილა ის მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ ადასტურებენ აღნიშნული პირების მიერ ბანკის კუთვნილი თანხების, 16 მილიონზე მეტი დოლარის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებას, მოტყუებით და შემდგომში აღნიშნული ფულადის თანხის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. რაც შეეხება აღნიშნულ თანხას, საქმეში არსებობს უდაო მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ეს კონკრეტული თანხა, საუბარია 16 მილიონზე მეტ დოლარზე, ამ პირებმა გამოიყენეს იმ სასესხო ვალდებულებების გასტუმრებისთვის, რომლითაც მათ ერთი წლის წინ, 2007 წელს გაიზარდეს აქტივები „თიბისი ბანკის“, - განაცხადა პროკურორმა.

მისივე ინფორმაციით, შემდეგ სასამართლო სხდომაზე პროკურატურის მოწმე დაიკითხება. შემდეგი სხდომა 27დეკემბერს, 12:00 საათზეა ჩანიშნული.