1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9675 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9675 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9675 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9695 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0020 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2687 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2676 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0011 ლარი შეადგინა.