"თუ კილოგრამი სოკო გარეთ ექვსი ლარი ღირს, ციხეში მისი ფასი 15 ლარია“ - რას აჭმევენ ქართველ პატიმრებს?

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ად­ვო­კა­ტე­ბი დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის" იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბებ­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

ად­ვო­კა­ტი შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძე ამ­ტკი­ცებს, რომ სა­ხე­ზეა ბრალ­დე­ბულ­თა და მსჯავ­რდე­ბულ­თა კვე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბის თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბის მცდე­ლო­ბა. რო­გორც უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი აცხა­დებს, ხელთ აქვს კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი.

საქ­მე ეხე­ბა 2019 წლის მა­ის­ში იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მიერ მსჯავ­რდე­ბულ­თა კვე­ბი­თი მომ­სა­ხუ­რე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით გა­მო­ცხა­დე­ბულ ტენ­დერს, რო­მე­ლიც 90 მი­ლი­ონ ლარ­ზე, 3 წლით მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე გა­მო­ცხად­და.

ად­ვო­კა­ტის თქმით, კომ­პა­ნია "ილი ჯგუფ­მა" ტენ­დერ­ში ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბი წა­რად­გი­ნა, რის გა­მოც მას პირ­ველ ჯერ­ზე დის­კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ე­ნი­ჭა, თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც ამ კომ­პა­ნი­ას გა­ა­მარ­ჯვე­ბი­ნეს:

"ილი ჯგუფ­მა“ სა­ტენ­დერო პი­რო­ბის შე­სა­ბა­მი­სად ტენ­დერ­ში წარ­მო­ად­გი­ნა ქარ­თულ კომ­პა­ნი­ას­თან შპს „ათი­ნათ­თან“ გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა რძის პრო­დუქ­ტე­ბის ვი­თომ­და მი­წო­დე­ბის შე­სა­ხებ.

ჩვენ მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად და­ვად­გი­ნეთ, რომ "ათი­ნა­თი" სი­ნამ­დვი­ლე­ში არ გახ­ლავთ რძის პრო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი და მხო­ლოდ ახ­დენს სხვის მიერ უცხო­ეთ­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის შე­ფუთ­ვას. ეს არის სა­ტენ­დერო პი­რო­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვა და ამას "ილი ჯგუ­ფის" დის­კვა­ლი­ფი­კა­ცია უნდა მოჰ­ყო­ლო­და" - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი.

შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძე ასე­ვე მი­იჩ­ნევს, რომ იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო კონ­კრე­ტულ კომ­პი­ას­თან თაღ­ლი­თურ შე­თან­ხმე­ბა­ში შეს­ვლას და ამ გზით ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბას გეგ­მავს.

"ტენ­დე­რი გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია კა­რაქთან ერ­თად სპრე­დის მი­წო­დე­ბა­ზეც. სპრე­დის გა­მო­ყე­ნე­ბა ქარ­თუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით აკ­რძლუ­ლია, რად­გან ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ზი­ა­ნის მომ­ტა­ნია. ამას­თან, ერთი კი­ლოგ­რა­მი სპრე­დის ღი­რე­ბუ­ლე­ბა გახ­ლავთ, ერთი კი­ლოგ­რა­მი კა­რა­ქის ღი­რე­ბუ­ლე­ბის მე­სა­მე­დი.

შე­დე­გად შემ­სყიდ­ვე­ლი, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო, თა­ვად უბიძ­გებს კომ­პა­ნი­ას, გა­მო­ი­ყე­ნოს და­ბა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­სა და ხა­რის­ხის პრო­დუქ­ტი, ხოლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­არ­წმუ­ნებს, რომ გა­მო­ი­ყე­ნა კა­რა­ქი.

კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მა ასე­თია: პა­ტიმ­რებს კა­რა­ქის მა­გივ­რად მი­ე­წო­დე­ბათ სპრე­დი, მე­ნი­უ­ში კი გა­წე­რი­ლი იქ­ნე­ბა კა­რა­ქი, სა­ხელ­მწი­ფო გა­და­იხ­დის კა­რა­ქის ღი­რე­ბუ­ლე­ბას, ხოლო მომ­სა­ხუ­რე კომ­პა­ნი­ას თაღ­ლი­თუ­რი გზით გა­უ­იაფ­დე­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბის თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბა და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გზით მი­ით­ვი­სებს რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ონს“, - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ბრალ­დე­ბას უპა­სუ­ხა პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა.

უწყე­ბა­ში მი­იჩ­ნე­ვენ, რომ "ად­ვო­კა­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი არა­სე­რი­ო­ზუ­ლია, არ ემ­ყა­რე­ბა ფაქ­ტებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას ისა­ხავს მიზ­ნად".

"ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ 2019 წლის 22 მა­ისს სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი კვე­ბი­თი მომ­სა­ხუ­რე­ბის ტენ­დერ­ში (რო­მე­ლიც უშე­დე­გოდ დას­რულ­და) მო­ნა­წი­ლე კომ­პა­ნია „ილი ჯგუფს“ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ჰქონ­და ყალ­ბი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა უკ­რა­ი­ნი­დან ერთ-ერთი პრო­დუქ­ტის, კერ­ძოდ, რძის პრო­დუქ­ტის მო­წო­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია შემ­დგო­მი რე­ა­გი­რე­ბის­თვის მი­ე­წო­და სა­ტენ­დერო კო­მი­სი­ას, თუმ­ცა კო­მი­სი­ამ ამა­ზე არ იმ­სჯე­ლა.

დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბის შე­დე­გად პრე­ტენ­დენ­ტი კომ­პა­ნი­ის მიერ არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნა არ და­დას­ტურ­და.

ასე­ვე, სა­ტენ­დერო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის 2.7.1 პუნ­ქტის თა­ნახ­მად პრე­ტენ­დენ­ტმა წარ­მო­ად­გი­ნა შპს „ათი­ნა­თის“ სა­ხელ­ზე გა­ცე­მუ­ლი სსიპ „სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს“ მიერ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აღი­ა­რე­ბის დო­კუ­მენ­ტი, სა­ი­და­ნაც ირ­კვე­ვა, რომ შპს „ათი­ნა­თი“-ს ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხე­ე­ბია რძის გა­და­მუ­შა­ვე­ბა და ყვე­ლის წარ­მო­ე­ბა (რძე, ყვე­ლი, კა­რა­ქი, არა­ჟა­ნი, მა­წო­ნი, ხაჭო, კე­ფი­რი, ნა­ღე­ბი, შე­ს­ქე­ლე­ბუ­ლი რძე).

ამას­თან, „სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს“ მიერ 22.11.2019 წ. გა­ცე­მუ­ლი წე­რი­ლით დას­ტურ­დე­ბა, რომ შპს „ათი­ნა­თი“ აწარ­მო­ებს 82.5%-იან კა­რაქს, შე­სა­ბა­მი­სად, ბრალ­დე­ბა, თით­ქოს შპს „ათი­ნა­თი“ არ არის მწარ­მო­ე­ბე­ლი, უსა­ფუძ­ვლოა", - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ AMBEBI.GE-სთვის გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში.

განაგრძეთ კითხვა