იაპონური პრემიუმ ბრენდი „ლექსუსი“, 2020 წლისათვის თავის ქართველ მომხარებლებს განახლებულ LEXUS RX -ს სთავაზობს, რომლის შეძენაც „ლექსუს თბილისის“ ოფიციალურ შოურუმში უკვე შესაძლებელია

იაპონური პრემიუმ ბრენდი „ლექსუსი“, 2020 წლისათვის თავის ქართველ მომხმარებლებს განახლებულ LEXUS RX -ს სთავაზობს, რომლის შეძენაც „ლექსუს თბილისის“ ოფიციალურ შოურუმში უკვე შესაძლებელია.

უსაფრთხოების სისტემა და თანამედროვე ტექნოლოგიების მაქსიმალურად ინტეგრირება სწორედ ის მთავარი მახასიათებლებია, რითაც „ლექსუსის“ მიერ წარმოადგენილი მოდელები ყოველთვის გამოირჩევა და რის გამოც ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს საავტომობილო ბაზარზე.

რაც შეეხება კონკრეტულად წარმოდგენილ მოდელს: განახლებული LEXUS RX-ი სწორედ ის მოდელია, რომლითაც პრემიუმ კროს-ოვერ სეგმენტის პიონერი ახალ სიმაღლეებს იპყრობს. 1998 წელს, LEXUS-მა RX-ის შექმნით - ჩამოაყალიბა პრემიუმ კროს-ოვერის კლასი და უკანასკნელი 21 წლის მანძილზე უპირობოდ ლიდერობს მას. ახალი თაობის მოდელში Lexus-მა დანერგა მთელი ამ დროის მანძილზე დაგროვილი გამოცდილება. ახალი LEXUS RX მოდელის გარეგნული მახასიათებელი ინარჩუნებს და კიდევ უფრო ხაზს უსვამს მის ძლიერ და სპორტულ ხასიათს, დახვეწილ და ჰარმონიულ დიზაინთან ერთად. დიზაინის ამგვარი მთლიანობა RX-ის გარეგნულ ფორმას უჩვეულო მდინარებასა და უნაკლო მდგრადობას ანიჭებს. შედეგად კი, ეს ელეგანტური შესახედაობა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს Lexus-ის ახალ ვიზუალურ ენას. რაც შეეხება RX-ის მართვის მახასიათებლებს, იგი ფეხდაფეხ მიუყვება ბრენდის დიზაინერულ გადაწყვეტებს, რომლებიც LC კუპისა და LS სედანის მოდელების შემთხვევაში უკვე ვიხილეთ - ინჟინრებმა ზედმიწევნით შეისწავლეს მოდელის ყოველი დეტალი, დახვეწეს მანქანის სიმძლავრე, დაამატეს განახლებული დაკიდებისა და სამუხრუჭე სისტემა. შედეგად, მართვის პროცესი მომხმარებლისთვის ძალიან სასიამოვნოა, რადგან მანქანა იძლევა შესაძლებლობას, მოქნილად და უშეცდომოდ გაიაროს სასურველი მარშრუტი. ასევე, განახლებული LEXUS RX აღჭურვილია მსოფლიოში პირველი BladeScan Type AHS-ისა და Lexus-ის უსაფრთხოების პლუს სისტემით.

RX-ის მოდელის უმთავრესი მიღწევა მისი გაუმჯობესებული ფუნქციებია. სამუხრუჭე სისტემა და ძრავის გაზრდილი სიმძლავრე მართვის პროცესს სასიამოვნო გამოცდილებად აქცევენ - Lexus-ი პიონერია ავტომატური განათების ტექნოლოგიებში, ის პირველია ავტომწარმოებლებს შორის, ვინც ადაპტური მაშუქების სისტემა გამოიყენა. ასეთი სისტემა უზრუნველყოფს შემხვედრი და წინ მიმავალი ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოებას. ახალ RX-ის მოდელში Lexus-მა წარმოადგინა პირველი Bladescan-ის ტიპის შორი მაშუქის ადაპტირებადი სისტემა (AHS). ტექნოლოგია ასე მუშაობს: LED სხივები მაღალი სიჩქარით მბრუნავ სარკეებს ანათებს, ნათება შემდეგ ლინზაში გარდატყდება და იშლება გზის ზედაპირზე, სიბნელეში გაუმჯობესებული ხილვადობისათვის. ამრეკლი BladeScan Type AHS-ი ზუსტად ანაწილებს სხივებს სარკეების ბრუნვითა და LED დიოდების სინქრონული ჩართვა-გამორთვით. რადგან შორ მაშუქის სისტემას შეუძლია იმ წერტილებსაც კი მიანათოს, რომლებიც სტანდარტულ შემთხვევაში რთულად აღქმადი იქნებოდა, მაგალითად გზის ავარიული ნაწილი. სისტემა მძღოლს საშუალებას აძლევს ფეხით მოსიარულეები და საგზაო ნიშნები ადრე შენიშნოს და მიუხედავად ამისა, წინა ან საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომობილის მძღოლის მხედველობა არ დააბრკოლოს. ინოვაციურმა ტექნოლოგიამ, წინა მოდელთან შედარებით, ამოცნობის მანძილი 24 მეტრით გააუმჯობესა.

ასევე, ახალი RX ასევე აღჭურვილია LSS+ სისტემის უახლესი ვერსიით, რომელიც მოიცავს უსაფრთხოებისა და ავარიისგან დაცვის ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებს. LSS+ ძირითადი მახასიათებლებია: რადარული დინამიური კრუიზ კონტროლი (Dynamic Radar Cruise Control / DRCC) ხაზის გადაკვეთის მაცნესთან (Lane Tracing Assist / LTA) ერთად მძღოლს უადვილებს სავალ ხაზში დარჩენას. თუ სისტემა ამოიცნობს სავალი ხაზიდან გადახრას, ხაზის გადაკვეთის მაცნე (LTA) მყისიერად აცნობებს მძღოლს როგორც ვიზუალური ან აუდიო ნიშნებით, ასევე საჭის ვიბრაციით (საჭიროების შემთხვევაში მცირედი მართვის კორექტირებასაც უზრუნველყოფს). გარდა ამისა, Laser Screw Welding (LSW) ტექნოლოგია, გაუმჯობესებულ სტაბილიზატორ ძელებთან და გაძლიერებულ დგუშებთან ერთად იძლევა სასურველ შედეგს - დამუხრუჭებისას მყისიერ რეაგირებას. ახალი RX აღჭურვილია Active Cornering Assist (ACA) ფუნქციით, მოსახვევში გადახრისას ამცირებს მართვის დაკარგვის რისკს, რაც თავის მხრივ, იძლევა შესაძლებლობას, ზუსტად აკონტროლო მართვის პროცესი ნებისმიერ პირობებში. გაუმჯობესებული RX მოდელის ამორტიზატორი ახლა უკვე აღჭურვილია ახალი Friction Control Device (FCD) მოწყობილობით, რაც ავტომობილს ოთხივე ბორბალზე მყარად დგომის და განსაკუთრებულად ზუსტი რეაგირების შესაძლებლობას აძლევს.

Lexus-ი მუდმივად მიისწრაფვის უსაფრთხოების ტექნოლოგიების სწრაფი განვითარებისკენ და ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი ავტომობილი აღჭურვოს ამ შესაძლებლობით. ამისთვის გაუმჯობესდა საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და ავტომობილს დაემატა Apple CarPlay, Android Auto, სენსორული ეკრანი და პადი: ავტომობილის დიზაინში სმარტფონის მოხმარებისთვის ყველა საჭირო დეტალია გათვალისწინებული, მათ შორის, ტელეფონის დამჭერი, USB პორტი, APPLE CarPlay-სა და Android Auto-სთან თავსებადობა. ასევე, გათვალისწინებულია ხმით კონტროლიც. მომხმარებელს შეეძლება საკუთარი ტელეფონდან Apple Siri ან Google Assistant ჩართოს. ამგვარად, მძღოლებს შეეძლებათ როგორც Lexus-ის, ისე სმარტფონების ნავიგაციის სისტემით სარგებლობა.

LEXUS RX-ი მომხმარებლის კომფორტზე მაქსიმალურადაა ორიენტირებული, რადგან Lexus-ის მთავარი პრინციპია მუდამ უსმინოს მომხმარებელს და მისი სურვილებისა და მდგომარეობის გათვალისწინებით შესთავაზოს პროდუქტი, რომელიც სრულად პასუხობს მის საჭიროებებსა თუ მოთხოვნილებებს.

(R)