167,8 მლნ ლარი 9 თვეში - რა თანხა გაიცა სახელმწიფო უწყებებში პრემია-დანამატებზე

2019 წლის 9 თვეში სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულთა პრემია-დანამატებზე ჯამში 167,8 მლნ ლარი გაიცა, აქედან, 4,8 მლნ პრემიაზე, ხოლო 163 მლნ დანამატზე მოდის. ბიუჯეტის მონიტორის სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში პრემია-დანამატების საერთო მოცულობამ 148,3 მლნ ლარი შეადგინა. შედეგად გამოდის, რომ წელს სახელმწიფო ხაზინას თანამდებობის პირების პრემია-დანამატები 19,5 მლნ ლარით უფრო ძვირი დაუჯდა.

როგორც აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ბიუჯეტის მონიტორში ვკითხულობთ, უწყებებს შორის ყველაზე მეტი პრემია-დანამატი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასცა. კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, უწყებამ მიმდინარე წლის 9 თვეში ჯამში, 64,3 მლნ ლარი გასცა. აქედან, 1, 6 მლნ ლარი პრემიის, ხოლო, 62,7 მლნ ლარი დანამატის სახით. ეს მაშინ, როდესაც შსს-მ გასული წლის 9 თვეში დანამატის სახით - 47,6 მლნ ლარი, ხოლო პრემიის სახით 995,287 ლარი გასცა.

რაც შეეხება კონკრეტულად სახელმწიფო უწყებებს, „ბიზნესპრესნიუსი“ წარმოგიდგენთ, მხოლოდ სამინისტროების, პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 9 თვეში გაცემულ პრემია დანამატებს ციფრებში:

  • საქართველოს პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - ჯამში - 812 603 ლარი. აქედან - 60,452 ლარი პრემიაზე, ხოლო, 752,151 ლარი - დანამატზე;
  • საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ჯამში - 94,267 ლარი, რაც სრულად დანამატებზე მოდის. პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმდინარე წელის 9 თვეში პრემია არ გაუცია;
  • მთავრობის ადმინისტრაცია - ჯამში 174 478 ლარი, აქედან - 3,750 პრემია, ხოლო, 170,728 ლარი დანამატი;
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - დანამატის სახით - 35,175 ლარი, პრემია არ გაუცია;
  • ფინანსთა სამინისტო - ჯამში , 2, 102 მლნ ლარი. აქედან 2,500 ლარი პრემია, ხოლო, 2.1 მლნ ლარი დანამატი;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - ჯამში, 297 576 ლარი, აქედან, 37,630 ლარი პრემიაზე, ხოლო დანამატზე - 259,946 ლარი;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - ჯამში, 61 763 ლარი. აქედან, 24,990 პრემიის, ხოლო 36,773 ლარი დანამატის სახით;
  • იუსტიციის სამინისტრო - ჯამში, 841 124 ლარი. აქედან, 20,350 ლარი პრემიაზე, ხოლო 820,774 ლარი დანამატზე;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელბისა და სოციალური დასცვის სამინისტრო - ჯამში, 3,1 მლნ ლარი. აქედან, 13,203 ლარი პრემიის სახით, ხოლო 3.1 მლნ ლარი - დანამატის;
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - ჯამში, 86 959 ლარი. აქედან 20,720 ლარი პრემიაზე, დამატზე კი - 66,239 ლარი;
  • თავდაცვის სამინისტრო - უწყებას დეტალური ინფორმაცია არ აქვს აუდიტის სამსახურისთვის მიწოდებული;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო - ჯამში, 64,3 მლნ ლარი. აქედან, 1.6 მლნ ლარი პრემიაზე, ხოლო 62.7 მლნ ლარი - დანამატზე;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 462,025 ლარი, რაც სრულად დანამატზე მოდის. უწყებას პრემია არ აქვს გაცემული.
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - ჯამში 1,4 მლნ ლარი. აქედან, 578,639 ლარი პრემიის, ხოლო 832,838 ლარი დანამატის სახით.

რაც შეეხება იმ ინფორმაციას, თუ რა მოცულობის პრემია-დანამატები გასცეს სხვა სახელმწიფო უწყებებმა, „ბიზნესპრესნიუსი“ ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.

ნინი ქეთელაური