შვეიცარიის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას პირადობის დამადასტურებელი მოწმობითაც შეძლებენ

შვეიცარიის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას პირადობის დამადასტურებელი მოწმობითაც შეძლებენ.

ამის შესახებ მთავრობის 28 ნოემბრის დადგენილებაშია აღნიშნული.

„შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სამგზავრო დოკუმენტის, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნულია პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და დატანილია ფოტოსურათი,“ - ვკითხულობთ დოკუმენტში.

დადგენილება, გამოქვეყნებისთანავე 29 ნოემბერს შევიდა ძალაში.

თაია არდოტელი