აშშ ევროკავშირიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე საბაჟო ტარიფის გაზრდას განიხილავს

მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის მიერ ევროკავშირის სარჩელის არმიღების შემდეგ, აშშ აპირებს ევროკავშირიდან იმპორტირებულ საქონელზე საბაჟო ტარიფი გაზარდოს. ამის შესახებ აშშ-ის სავაჭრო საკითხებში წარმომადგენლის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

„გადაწყვეტილება ამტკიცებს, რომ ევროკავშირის მიერ Airbus -ის სუბსიდირება ნეგატიურ გავლენას ახდენს სფეროზე და უფრო მეტიც, ის ამერიკული აეროკოსმოსური კომპანიების მოგების შემცირებისკენაა მიმართული“, - ნათქვამია განცახდებაში.

ამავე განცხადებაში წერია, რომ პროგრესის არარსებობის გამო აშშ მოახდენს ინიცირებას ევროკავშირიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე დამატებით ტარიფების გაზრდის შესახებ. ვაშინგტონის აზრით, ევროპა უსარგებლო დავებზეა კონცენტრირებული მაშინ, როცა უმჯობესი იქნებოდა გადაეწყვიტა Airbus-ის სუბსიდირების პროგრამა.

მსო-ს არბიტრაჟმა ამერიკული საბაჟო ტარიფების მოცულობასთან დაკავშირებით ევროკავშირის სარჩელი არ მიიღო. შედეგად აშშ-ს შეუძლია აამოქმედოს თავისი ტარიფები. ეს კი ნიშნავს იმას, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფები შეიძლება შეეხოს წლიურად 7,5 მილიარდი დოლარის პროდუქციას.

კოკა კვირკველია