2014 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 7 411 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1 914 მლნ აშშ დოლარი იყო (9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 5 497 მლნ აშშ დოლარი (13 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წლის იანვარ-აგვისტოში 3 584 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები მიმდინარე წლის 24 სექტემბერს გამოქვეყნდება.