ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 60 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკიდან იუწყებიან.
მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ექვსმა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მოთხოვნამ 110 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.000 პროცენტით, მაქსიმალური 9.190 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.165 პროცენტით განისაზღვრა.