საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კახა ბექაურის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. მის კანდიდატურას დასამტკიცებლად პლენარულ სხდომაზე წარადგენენ.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომას 10 წევრი ესწრებოდა. კახა ბექაურს კომიტეტის 9 წევრმა დაუჭირა მხარი.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი იყო 3 კანდიდატი: ივანე მახარაძე, კახა ბექაური და მარიამ სულაბერიძე.
კახა ბექაური 2017 წელს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. მას ამ პოსტზე ვადა 2020 წლის 24 იანვარს ეწურება.