ნოემბერში თურქეთის წლიურმა ინფლაციამ 10,56% შეადგინა

თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის ინფორმაციით, ნოემბერში ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების 10,56%-იანი ზრდა დაფიქსირდა. წლიური ინფლაციის მაჩვენებელი ნოემბერში წინა თვესთან შედარებით 8,55%-ით არის გაზრდილი.

ფასების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე, რაც 43,35%-ით განისაზღვრა. მთლიანობაში, ნოემბერში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 0,38%-ით გაიზარდა.

ქვეყნის ფინანსთა მინისტრის, ბერატ ალბაირაკის თქმით, თურქეთი მიაღწევს თავის მიზანს, დაასრულოს წელი 12%-ზე ნაკლები ინფლაციის მაჩვენებლით.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, წლიური ინფლაცია ყველაზე დაბალ დონეზე 2016 წლის აპრილში დაფიქსირდა, რომელმაც 6,57% შეადგინა, ხოლო ყველაზე მაღალი - გასული წლის ოქტომბერში 25,24%.

ავტორი: ნუკა კეკელია