გაერო - ზიმბაბვეში 4 მილიონი ადამიანი შიმშილობის ზღვარზეა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, ზიმბაბვეში 4 მილიონი ადამიანი შიმშილობის ზღვარზეა. ბოლო წლების განმავლობაში კლიმატის ცვლილების გამო, ქვეყანაში საკვების პროდუქტების მოყვანა გაცილებით უფრო გართულდა, რის გამოც ზიმბაბვეში შიმშილობა დაიწყო.

ამასთანავე, მიმდინარე წელს ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი და ინფლაციის მაღალი დონე აღინიშნება, რამაც მოსახლოების მდგომარეობა უკიდურესად გაართულა.

ზიმბაბვეს დახმარების სურვილი საერთაშორისო ორგანიზაციამ „ საკვების მსოფლიო პროგრამამ“ გამოთქვა. ისინი უახლოეს დღეებში აფრიკულ ქვეყანაში 240 000 ტონა საკვებს ჩაიტანენ და შიმშილობის პირას მყოფ მოსახლოებას დაეხმარებიან.