2020 წლიდან ნაღდი ფული თითქმის აღარ დაგვჭირდება - 5 უპრეცედენტო ინოვაცია, რომელიც ახალი წლიდან გველოდება

სულ რამდენიმე კვირაში დედამიწა მზის ირგვლივ ახალ ბრუნს დაიწყებს, ჩვენ კი ახალ ტექნოლოგიურ ხანაში შევაბიჯებთ, სადაც მომსახურების საფასურს ღიმილით იხდიან, თანხას სადაც უნდათ, იქ ანაღდებენ, სადაც ანგარიშსწორებისთვის მხოლოდ ტელეფონია საჭირო და „სამადლობელის“ დასატოვებლად სპეციალური ტერმინალებიც კი გამოიყენება.

ეს არ არის რომელიმე ფილმის სცენარი, არამედ „საქართველოს ბანკის“ ინოვაციური პროდუტების ჩამონათვალია, რომელიც 2020 წელს დაინერგება.

ინოვაციური ტექნოლოგიები, რომელიც 2020 წელს ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდება, ცხოვრების გამარტივებისკენ არის მიმართული და მათ შესახებ ახლა დეტალურად გიამბობთ:

„ღიმილით გადახდა“

პირველად მთელს რეგიონში, საქართველოს ბანკის მომხმარებელი მეტროთი მგზავრობას „ღიმილით გადახდით“ შეძლებს.

„ღიმილით გადახდისას“ 0,5 წამიც კი საკმარისია, რომ მომხმარებელმა ბარათის გამოყენების ნაცვლად ტურნიკეტის კამერასთან მარტივად გაიაროს იდენტიფიკაცია და მგზავრობის საფასურიც გადაიხადოს. ეს ტექნოლოგია როგორც ბიზნესს, ისე თითოეულ ჩვენგანს დროის დაზოგვაში ეხმარება. მაგალითად, მეტროსადგურში თანხის ჩასარიცხად მოლარე ოპერატორთან ან გადახდის ტერმინალთან გრძელ რიგში ჩადგომას შეგვიძლია, კამერას გავუღიმოთ და ტურნიკეტი გაიხსნება.

რადგან ტექნოლოგია ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობია, „საქართველოს ბანკმა“ გადაწყვიტა, სრულად ამოქმედებამდე, სატესტო რეჟიმში გაეშვა. შედეგად, ღიმილით გადახდა“ უკვე ავლაბრის მეტროშია შესაძლებელი და ამის გაკეთება „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია.

იმისათვის, რომ ამ ულტრატანამედროვე ტექნოლოგიით სარგებლობა შევძლოთ, უნდა ვფლობდეთ „საქართველოს ბანკის“ Visa-ს, Mastercard-ის ან American Express-ის ბარათს; საჭიროა გადავიღოთ ე.წ. „სელფი“ მობილბანკში და დავუკავშიროთ სასურველ ბარათს. მას შემდეგ, რაც ფოტო მონაცემთა ბაზაში აისახება, შევძლებთ, „ღიმილით გადახდით“ ვისარგებლოთ. გადახდის ახალი სისტემა სრულიად დაცულია, რადგან უსაფრთხოების ყველა ასპექტი ვერიფიცირებული და სერტიფიცირებულია 3D კამერებისა და უსაფრთხოების სხვა პარამეტრების გათვალისწინებით. ამასთან, მოსახერხებელია მომხმარებლისთვის, რადგან საბანკო ბარათის მუდმივად ტარება არ უწევს და მისი დაკარგვის რისკებიც მინიმუმამდეა დაყვანილი.

„ღიმილით განაღდება“

სამსახურიდან გამოსული, დაღლილი, როცა ჩქარობ და ცდილობ, საცობებამდე მიაღწიო სახლში, რამდენჯერ ჩამდგარხართ ბანკომატთან გრძელ რიგში?

„საქართველოს ბანკის“ „ღიმილით განაღდება“ საცობის არა, მაგრამ ბანკომატის რიგების განმუხტვას ნამდვილად ემსახურება. ბარათის ბანკომატში მოთავსებისა და პაროლის ჩაწერის პროცედურის ნაცვლად, თანხის გასანაღდებლად მხოლოდ კამერისთვის გაღიმება და პინკოდის აკრეფა გახდება საჭირო. რაც იმას ნიშნავს, რომ სასურველ თანხას რამდენიმე წამში მივიღებთ.

„გატერმინალება“

სულ მალე, „საქართველოს ბანკი“ კიდევ ერთ, სრულიად ახალ, ინოვაციურ პროდუქტს -,,გატერმინალებას“ წარადგენს. ახალი სერვისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, რადგან გადახდების მიღება მათ კუთვნილი მობილური ტელეფონებით შეუძლიათ, რაც უფრო მოქნილი, მოსახერხებელი და სწრაფია. ამისათვის უბრალოდ საჭიროა, Android 5.0 სისტემის ტელეფონი NFC მხარდაჭერით.

ახალი პროდუქტის მეშვეობით გადახდას შევძლებთ ყველგან, (რაც მთავარია, იქაც კი, სადაც მანამდე მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორება ხდებოდა. მაგალითად, პატარა მარკეტებში, სადაც ტერმინალი ჯერ კიდევ დეფიციტურია). მომხმარებელი და ბიზნესის წარმომადგენელი შეძლებს, გადახდები უნაღდო ანგარიშსწორებით განახორციელონ და აღარ იფიქრონ ნაღდ ანგარიშსწორებასა თუ ხურდის მოძიებაზე. გადახდის განხორციელებისთვის საჭიროა საბანკო ბარათის ან ტელეფონის მხოლოდ ერთი შეხება.

„ტერმინალით განაღდება“

რა აზრის ხართ, თანხას ბანკომატის გარდა აფთიაქებსა და მაღაზიებშიც რომ ანაღდებდეთ? დიახ, მალე ესეც შესაძლებელი გახდება.

კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი, რასაც „საქართველოს ბანკი“ რეგიონში პირველი ნერგავს, სავაჭრო და მომსახურების წერტილებში თანხის ტერმინალით განაღდებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი მომხმარებელს ხელთ საჭირო თანხა არ აღმოაჩნდება, მას აქვს შესაძლებლობა, სასურველი ნივთის შეძენის პარალელურად, ტერმინალით გაანაღდოს თანხა. ამისათვის მხოლოდ საბანკო ბარათია საჭირო. ბარათიდან სასურველი ნივთს ან მომსახურებას შევიძენთ და ამავდროულად, თანხასაც გავანაღდებთ. მომსახურების დანერგვა 2020-ში მარკეტებში, აფთიაქებში და სხვა სავაჭრო წერტილებში იგეგმება.

„სამადლობელის“ დატოვება

და ბოლოს, 2020 წლიდან საშუალება მოგვეცემა კვების ობიექტების თანამშრომლებს ე.წ თიფი, იგივე „სამადლობელი“ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დავუტოვოთ.

მაგალითად, თუ „თიფის“ დატოვებისას ნაღდი ფული ხელთ არ აღმოგვაჩნდა, შეგვიძლია, პერსონალს, რომლის მომსახურებაც ძალიან მოგვეწონა, ამისთვის „სამადლობელის“ ფუნქციის ტერმინალი ვთხოვოთ და ბარათის მხოლოდ ერთი მარტივი შეხებით გადაიხადოთ მომსახურების საფასური და დატოვოთ „სამადლობელი“. ე.წ. „თიფის“ გადახდა ნებისმიერი ბანკის ბარათით იქნება შესაძლებელი, თუმცა, „მხოლოდ საქართველოს“ ბანკის ტერმინალით.