საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო თბილისში, 2019 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, 22 ათასზე მეტი ქვეითი დააჯარიმეს

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო თბილისში, 2019 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, 22 590 ქვეითი დააჯარიმეს.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2018 წელს ამავე მიზეზით ქვეითად მოსიარულე 12 685 პირი იყო დაჯარიმებული.

რაც შეეხება რეგიონებს, 2018-2019 წლებში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის 9 075 შემთხვევაა დაფიქსირებული.