5 დეკემბერს საფრანგეთში მატარებლების 90% გაიფიცება

საფრანგეთის რკინიგზის ნაციონალური ორგანიზაცია (SNCF) 5 დეკემბერს ჩქაროსნული მატარებლების თითქმის 90%-ს გააჩერებს. პროტესტის მიზეზი საპენსიო რეფორმაა, რომელსაც პროფკავშირები აპროტესტებენ. ამის შესახებ ტელეკომპანია BFM იუწყება.

გარდა ამისა, ამავე დღეს გაჩერდება Eurostar-ის სარკინიგზო ექსპრესის 50% და Thalys მატარებლების 30%.

გაფიცვის გამო დაირღვევა პარიზის მეტროპოლიტენის მუშაობაც. პარიზის ტრანსპორტის მართვის სააგენტოს RATP-ის ინფორმაციით, ხუთშაბათს დაიხურება 11 ხაზი, ხოლო სხვა ხაზებზე შემცირდება მოძრაობა. ამავე დღეს შეფერხებით იმუშავებს მუნიციპალური ავტობუსი და ტრამვაიც.

ქვეყნის ავიაციის სამოქალაქო სამმართველომ კი განაცხადა, რომ მასობრივი საპროტესტო აქციების გამო, ხუთშაბათს გაუქმდება ავიარეისების 20%. ავიაკომპანიები Air France ამ დღეს შიდა ფრენების მხოლოდ 70%-ს განახორციელებს.

საფრანგეთში მთავრობის მიერ მიღებული საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მასობრივი გამოსვლა 5 დეკემბერს არის დაგეგმილი. მანიფესტაციაში მონაწილეობას მიიღებენ რკინიგზელები, ავიაკომპანიების თანამშრომლები, სტუდენტები და პედაგოგები.

კოკა კვირკველია