ავიაკომპანიამ United Airlines-მა ევროპულ ავიამშენებელ კონცერნს Airbus-ს 50 თვითმფრინავის A321XLR-ის შეკვეთა მისცა. თვითმფრინავების საერთო ღირებულება 7 მილიარდ დოლარს შეადგინს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
სააგენტოს ცნობით, ახალი თვითმფრინავები ჩაანაცვლებს კომპანიის კუთვნილ 757-200-ს, რომელთა გამოცემა 15 წლის წინ შეწყდა. ამ დროისთვის კომპანიას ექსპლუატაციაში კონკრეტული მოდელის 75 ეგზემპლარი ჰყავს. ვარაუდობდნენ მათ შემცვლელად Boeing 757-200 MAX იქნებოდა, თუმცა ეთიოპიასა და ინდონეზიაში მომხდარი ავიაკატასტროფების შემდეგ კომპანიას მოუწია სხვა გადაწყვეტილების მიღებამ. შედეგად კი ამერიკულმა კომპანიამ ჩათვალა, რომ მოდელი Airbus A321XLR ყველაზე ახლოს დგას მის მოთხოვნებთან და სწორედ მათი საშუალებით მოხდება ჩანაცვლება.
"ახალი Airbus A321XLR - არის იდეალური ექვივალენტური ჩამნაცვლებელი ძველი მოდელებისთვის, რომლებიც უმნიშვნელოვანეს რეისებს ასრულებენ დღეს საკვანძო ქალაქებს შორის“, - აცხადებენ კომპანიაში.