მე-3 კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 129.5 ლარით  გაიზარდა  - „საქსტატი“

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მე-3 კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 316.2 ლარს გაუტოლდა.

ეს მაჩვენებელი კი გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 129.5 ლარით არის გაზრდილი.

„საქსტატის“ ცნობით, მათ შორის ქალების ხელფასმა - 979.8 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 87.2 ლარით) შეადგინა. ამასთან, საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

• მსხვილი ბიზნესი – 1 281.1 ლარი,

• საშუალო ბიზნესი – 1 463.6 ლარი,

• მცირე ბიზნესი – 1 260.2 ლარი.

„საქსტატის“ ცნობით, 2019 წლის მე-3 კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 696 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.6 პროცენტით აღემატება. ხოლო ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა საანგარიშო პერიოდში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33 პროცენტით გაიზარდა და 29 მილიარდი ლარი შეადგინა.

თაია არდოტელი