2019 წლის 1-ელ 10 თვეში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში სანქციების (ჯარიმა და საურავი) სახით 106 629 943 ლარი შევიდა.
აქედან სახელმწიფო ბიუჯეტში - 42 654 509; ხოლო ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტში - 63 975 434 ლარია შესული.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში სანქციების სახით ბიუჯეტში სულ - 170 097 070 ლარია შესული. აქედან - 80 909 878 ლარი - სახელმწიფო; ხოლო 89 187 192 ლარი ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტში შევიდა.