ბერლინმა კიევს შესაძლოა, დახმარება შეუწყვიტოს

“ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ შესახებ კრიტიკული დამოკიდებულების გამო კიევი შესაძლოა, ბერლინის დახმარების გარეშე დარჩეს.

როგორც გერმანიის ბუნდესტაგის კომიტეტის ხელმძღვანელმა განაცხადა, გამორიცხული არაა, რომ უკრაინა გერმანიისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების დახმარების გარეშე დარჩეს.

„ქვეყანა, რომელიც იღებდა და იღებს სხვადასხვა დახმარებას ევროკავშირის ქვეყნებისგან და ამავე დროს, მხარს უჭერს აშშ-ის ექსტერიტორიულ სანქციებს, რაც ჩვენ ენერგეტიკულ პოლიტიკას უკავშირდება, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენს დახმარებას უკრაინის მიმართ“.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აშშ-ის სანქციებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მიმართ დაუჭერენ მხარს, რადგან რუსეთის ფედერაციიდან ევროპას გაზი უკრაინის გავლით მიეწოდოს. მათი განცხადებით, „ამ სანქციებს მართლაც შეუძლია შეაჩეროს „ჩრდილოეთ ნაკადის“ ჩაშვება, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა აუცილებელია ახალი კონტრაქტის დადება, რომლის მიხედვითაც შემდეგ ევროპას გაზს მიაწვდიან.

უკრანის მთავრობაში იმასაც ფიქრობენ, რომ გერმანია სხვა ქვეყნებს ეხმარება „უკრაინის გაგუდვის“ პოლიტიკაში.

„ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ ამოქმედების შემთხვევაში, უნდა ველოდოთ, რომ გაზის ტრანსპორტირება უკრაინის ტერიტორიის გავლით აღარ მოხდება და გერმანიას უნდა ესმოდეს, რომ ამ ქმედებით ხელს უწყობს უკრაინის ეკონომიკურ „გაგუდვას“ - განაცხადეს უკრაინის ნავთობის გადამამუშავებელ კომპანიაში.

რუსული „გაზპრომი“ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ ამოქმედებას 2020 წლიდან გეგმავს.

მოამზადა ეკა გადახაბაძემ