Hyundai Motor-ი 2025 წლისთვის ელექტრომობილების განვითარებაში 17 მლრდ დოლარს ჩადებს

სამხრეთ კორეული უმსხვილესი საავტომობილო კომპანია Hyundai Motor, 2025 წლამდე ელექტრომობილების წარმოებაში 17 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

კომპანიის გეგმის თანახმად, ამ პერიოდის განმავლობაში ის არსებულ ბიზნესში 61 ტრილიონი ვონის (51 მილიარდი დოლარი) ინვესტირებას გეგმავს, რომლის მიზანია კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ახალი შესაძლებლობების გაჩენა მომავლის ტექნოლოგიებში ინვესტირების გზით. კერძოდ კი ამ თანხიდან 20 ტრილიონი ვონი (17 მილიარდი დოლარი) მოხმარდება უპილოტო და ელექტრომობილების სრულყოფას.

კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ 2025 წლისთვის აპირებს საოპერაციო შემოსავლების კოეფიციენტის გაზრდას ამჟამინდელი 5%-დან 8%-მდე.

კოკა კვირკველია