ნებისმიერი ბიზნესისთვის პროდუქტის რეალიზაცია და გაყიდვების მუდმივი ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავე დროს, განვითარების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია.კითხვაზე - როგორია წარმატებული გაყიდვების საიდუმლო? პასუხი არაერთ სპეციალისტს, წიგნისა თუ კვლევის სახით შემოუთავაზებია, თუმცა ყველა თანხმდება, რომ ერთმნიშვნელოვანი სამოქმედო გეგმა არ არსებობს და რომ ყველა წარმატებული შედეგის უკან, მდიდარი გამოცდილება და სათანადო ცოდნა დგას.
სწორედ ასეთ პრაქტიკასა და ცოდნაზეა აგებული წიგნი „ანტიგაყიდვები“, რომელსაც „საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის“ დამფუძნებელი და ტრენერი, დავით ჩიკვაიძე გვთავაზობს.
რატომ ანტიგაყიდვები?
ეს ის მთავარი რეკომენდაციებია, რომელსაც ავტორი ადგილობრივი ბრენდების მაგალითებზე დაყრდნობით იძლევა და ამბობს, რომ ნამდვილი, გულწრფელი ურთიერთობები გაყიდვებში ყველაზე კარგი რეზულტატის მომტანია.
გაყიდვებში პირველი ქართული წიგნიდან გაიგებთ, რა არის ამ სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი, ისწავლით, რა უნარები უნდა გამოიმუშაოთ იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ. რაც ყველაზე მთავარია, ავტორი ამ ყოველივეს სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაციით, ანტიგაყიდვების სტრატეგიით გთავაზობთ.
დავით ჩიკვაიძე - „ანტიგაყიდვები“ განკუთვნილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც არა მარტო გაყიდვებითაა დაკავებული, არამედ, ზოგადად, კომუნიკაცია უწევს ადამიანებთან. წიგნი მორგებულია ჩვენს რეალობას და სწორედ ქართულ „ქეისებზეა“ აგებული. რა თქმა უნდა, კონკრეტული კომპანიები დასახელებული არ არის, თუმცა მათი მაგალითები ბევრისთვის ნაცნობი აღმოჩნდება. ეს არის „სეილით“ დანახული რეალობა.
მარტივად რომ ვთქვათ, გაყიდვებს ძირითადად იმიტომ გაუფუჭდა სახელი, რომ გამყიდველი ასოცირდება მატყუარასთან. წიგნში სწორედ ამაზეა საუბარი, როგორ არ უნდა მოატყუო, რადგან გაყიდვებში ადამიანური, გულწრფელი ურთიერთობებით გაცილებით კარგი რეზულტატის მიღებაა შესაძლებელი“.
დავით ჩიკვაიძის „ანტიგაყიდვები“ პროექტ "ლურჯი ოკეანის" ფარგლებში გამოიცა და წიგნის მაღაზიებში უკვე ხელმისაწვდომია.