მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაკვამლიანებაა. როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მეტროსადგური „ვარკეთილი“ მგზავრებს დროებით არ ემსახურება და მატარებლები მხოლოდ მეტროსადგურ „სამგორამდე“ მოძრაობენ.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე გასულია ენერგოჯგუფი. ამ დროისთვის დაკვამლიანების მიზეზი უცნობია.
შეტყობინება დაკვამლიანების შესახებ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ 17:00 საათზე შევიდა. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჩასული მგზავრები სხვა სადგურზე გადაიყვანეს.