აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კვლავინდებურად არ გამორიცხავს შესაძლებლობას დაწესდეს საბაჟო ტარიფები იმპორტირებულ ავტომობილებზე. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს აშშ-ის ვაჭრობის მინისტრმა უილბორ როსმა განუცხადა.
„ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ცალკეულ კომპანიებთან. შესაძლოა, აღმოჩნდეს, რომ ტარიფები აუცილებელია, შესაძლოა კი არა...“ - განუცხადა როსმა ჟურნალისტებს, თუმცა არ დაუკონკრეტებია ვადა, თუ როდის შეიძლება ეს მოხდეს.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის მაისში აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იაპონიიდან და სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული ავტომობილები და სათადარიგო ნაწილები „შესაძლოა წარმოადგენენ საფრთხეს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისადმი“. ამასთან, დაკავშირებით მან დაავალა ვაჭრობის მინისტრს და სავაჭრო წარმომადგენელს, გამართონ კონსულტაციები ბრიუსელთან და ტოკიოსთან და მიაწოდონ ანგარიში 180 დღის განმავლობაში, თუმცა ამ ვადის გასვლის შემდეგ (ვადა ნოემბერში გავიდა) ტარიფები არ დაწესებულა.