კომპანია Apple-მა შესაძლოა, iPhone-ების გამოსვლის სტრატეგია შეცვალოს და 2021 წლიდან მისი წარდგენა წელიწადში ორჯერ გამართოს. ამის შესახებ CNBC JP Morgan-ის ანალიტიკოსზე სამიკა ჩატერჯიზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც ტელეკომპანია იუწყება, ექვსთვიანი ციკლი Apple-ს საშუალებას მისცემს უკეთესი კონკურენცია გაუწიოს სხვა მწარმოებლებს, რომლებიც სმარტოფნებს მთელი წლის განმავლობაში უშვებენ და ამავდროულად, დანერგოს ყველა საჭირო სიახლე იმ მომენტისთვის.
ანალიტიკოსის აზრით, 2020 წლის სექტემბერში Apple ერთდროულად 4 ახალ სმარტფონს წარმოადგენს. მოწყობილობები აღიჭურვება OLED-ეკრანებით, რომელთა დიაგონალი იქნება 5,4 , 6,1 და 6,7 დიუმი და მათ ექნებათ 5G ქსელის მხარდაჭერა.
როგორც ცნობილია, 2011 წლიდან Apple ახალ მოდელებს ტრადიციულად წარმოადგენს შემოდგომაზე. 1976 წელს დაარსებული კომპანია iPhone-ების გარდა, ასევე აწარმოებს პლანშეტებს, კომპიუტერებს, ლეპტოპებს, მუსიკალურ პლეერებს და სხვა მაღალტექნოლოგიურ პროდუქციას. ის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა დედამიწაზე და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია შეადგენს 1,2 ტრილიონ დოლარს.