5 დეკემბერს, 17:30 საათზე სასტუმრო „ბილტმორის“ რესტორანში „კოლორ ჯგუფის“ ორგანიზებით ბიზნეს ვახშამი გაიმართება, რომელსაც კორპორაცია HP-ს წარმომადგენლები უმასპინძლებენ. შეხვედრაზე 2020 წლის ტრენდებზე ქართველი მარკეტერებიც ისაუბრებენ. ღონისძიების მთავარი თემა ქართულ პოლიგრაფიულ ინდუსტრიაში ახალი მიმართულებების, შესაძლებლობებისა და ინვესტიციების გაჩენაა, რაც ქართული სარეკლამო ბაზრის განვითარებასაც გულისხმობს. რეგიონში ყველაზე მრავალფუნქციური პოლიგრაფიული საწარმო „კოლორ ჯგუფი” განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ჯგუფი გრძელვადიან ინვესტიციებს ახორციელებს და ბაზარს შეფუთვების მიმართულებით რამდენიმე თვისობრივად ახალ პროდუქტს სთავაზობს. აღნიშნული ტექნოლოგიები ჯგუფმა ისეთ წამყვან ციფრულ კორპორაციასთან პარტნიორობით დანერგა, როგორიც არის HP Inc.
უახლესი ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით შესაძლებელი გახდება რბილი შეფუთვების უსწრაფესი წარმოება ფორმატის შეზღუდვის გარეშე, ასევე ე.წ. „შრინკ სლივების“ დამზადება, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი ფორმის ბოთლისთვის შესაძლებელი გახდება დაიბეჭდოს მაღალი ხარისხის კუმშვადი ეტიკეტი, რომელიც მთლიანად შემოეკვრება პროდუქტს და ზუსტად გაიმეორებს მის ფორმას.
მწარმოებლებს საშუალება ექნებათ გამოიყენონ შეფუთვები მარკეტინგული კამპანიებისთვისაც, მაგ: ყოველი პროდუქტისთვის შექმნან უნიკალური ვიზუალის, წარწერისა და ილუსტრაციების მქონე შეფუთვები და ეტიკეტები, გამოიყენონ „კოლორ ჯგუფის“ მიერ საქართველოში დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა ერთი დიზაინის მეშვეობით დაგენერირდეს მილიონობით უნიკალური ვიზუალი და ერთი სახეობის პროდუქტი მრავალფეროვანი გახდეს.
სიახლე წარმოების ჯაჭვიდან აგდებს ე.წ. "ფორმების" ეტაპს, რაც საშუალებას იძლევა უფრო სწრაფად მოხდეს პროდუქციის წარმოება. ასევე ციფრული ტექნოლოგიების ხარისხით შესაძლებელია მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის მიღება, ეს კი თავის მხრივ, ქართულ შეფუთვებს კონკურენტუნარიანს გახდის არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ საექსპორტოდაც.
„კოლორ ჯგუფის“ და HP-ს წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნული შეთავაზება ხელს შეუწყობს როგორც მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც საწყის ეტაპზე ბაზარზე შესვლას პროდუქციის მცირე რაოდენობებით გეგმავენ, ასევე დიდ კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, აწარმოონ მასშტაბური მარკეტინგული კამპანიები გამორჩეული შეფუთვებით.
კოლორ ჯგუფის შესახებ:
კოლორ ჯგუფი არის ყველაზე დივერსიფიცირებული პოლიგრაფიული საწარმო რეგიონში. მას წარმოებისა და მაღალტექნოლოგიური დანადგარების შესაძლებლობებიდან გამომდინარე აქვს პროდუქტებისა და სერვისების მრავალფეროვანი შეთავაზება. მათ შორის: რბილი და მყარი (გოფრირებული) შეფუთვების, ეტიკეტების და შრინკ ეტიკეტების, სარეკლამო და კომერციული პოლიგრაფიის, წიგნის და პრესის წარმოება, დიზაინისა და ლოგისტიკის სერვისები.