„საქსტატმა“ ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების პირველი სტრატეგია წარადგინა, რომელიც 2020-2023 წლებს მოიცავს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების პირველი სტრატეგია წარადგინა, რომელიც 2020-2023 წლებს მოიცავს.

„მომხმარებლების საჭიროებებზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის სტატისტიკის წარმოება, მონაცემთა შეგროვების და გავრცელების თანამედროვე და ეფექტური სისტემების შექმნა და შესაძლებლობების განვითარება გახლავთ ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები“, - განუცხადა ჟურნალისტებს „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ სტრატეგიის წარდგენის შემდეგ.

„დღეს საზოგადოებას წარვუდგინეთ საქართველოს სტატისტიკის სისტემის განვითარების სტრატეგია, რომელიც 2020-2023 წლებს მოიცავს.

სტრატეგიული დოკუმენტი განსაზღვრავს ძირითად მიმართულებებს, რომელსაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში საქსტატის საქმიანობა დაეფუძნება“, - აცხადებს თოდრაძე.