Huawei-მ აშშ-ის კავშირგაბმულობის ფედერალურ კომისიას სასამართლოში უჩივლა

ჩინურმა სატელეკომუნიკაციო კორპორაციამ Huawei-მ აშშ-ის კავშირგაბმულობის ფედერალური კომისიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია იუწყება.

როგორც რეპორტაჟშია ნახსენები, სასამართლო პროცესის ინიცირება მოხდა იმ აკრძალვის გამო, რომელმაც კომპანიას უფლება არ მისცა მიეღო მონაწილეობა ფედერალური ფონდის სუბსიდირების პროგრამაში, ეს კი კომპანიაში კანონდარღვევად მიაჩნიათ.

აშშ-ის კავშირგაბმულობის ფედერალურმა კომისიამ 22 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, აეკრძალოთ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ამერიკულ უკაბელო კავშირის ოპერატორებს ფედერალური ფონდის სახსრების გამოყენება იმ პროგრამიდან, რომლის მოცულობაც 8,5 მილიარდი დოლარია. მათ აეკრძალათ ჩინური კომპანიების Huawei და ZTE მომსახურების შეძენა.

ეს კომპანიები, როგორც ცნობილია, ამერიკის ხელისუფლების აზრით, წარმოადგენენ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს და სწორედ ამ მოტივით გაკეთდა მითითება ოპერატორებზე. Huawei აღნიშნულს უსამართლოს უწოდებს და სთხოვს კომისიას, გადახედოს მის „ღმად მცდარ“ გადაწყვეტილებას, რომელიც დაფუძნებულია „უსაფუძვლო ეჭვებსა და ინსინუაციებზე“.

კოკა კვირკველია